ლევან ლიპარტიამ ახალდაბის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბორჯომში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
03-10-2017, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია ახალდაბის მოსახლეობას შეხვდა.

 


შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ბესარიონ ფოფხაძემ ადგილობრივებს ახალდაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩადუნელი და პარტიული სიის წარმომადგენელი მარინა ლომიძე წარუდგინა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ახალდაბელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 


„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამებიგანხორციელდება. გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტების სახელმწიფო პროგრამა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის მომსახურების გასაზრდელად და სოციალური დახმარების სისტემის დასახვეწად, სპეციალური ღონისძიებები გატარდება“, განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

 


ახალდაბელებთან შეხვედრას ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც ესწრებოდა. მან ახალდაბელებს ლევან ლიპარტიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი