„მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია“ - კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს
03-10-2017, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.

 


„მინდა გამოვეხმაურო იმ უსამართლო განცხადებებს დ არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, კონკრეტულად, ორივე „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს, რომ თითქოს პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი საჩუქრად გადაეცა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“, აცხადებს დედაქალაქის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 


კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია საინვესტიოციო ვალდებულებებით შესაბამის კომპანიას გადაეცა, რომელმაც უნდა მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგი, რაშიც მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

 


მისივე თქმით, დაახლოებით, ათი ლოკაციაა ქალაქში მონიშნული, სადაც ავტოსადგომები უნდა განთავსდეს და ამათგან ერთ-ერთი სწორედ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაა. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მიწისქვეშა პარკინგი იმ დანარჩენ ცხრა პარკინგთან ერთად, რომლის გაკეთებაც მომდევნო წლებში იგეგმება.

 


„ერთის მხრივ, ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ქალაქში პარკინგის სერიოზული პრობლემაა, მეორეს მხრივ კი ეწინააღმდეგებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას. მიზეზი მარტივია - მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში“, განაცხადა კალაძემ.

 


ვიდეომიმართავში თბილისის მერობის კანდიდატმა „პანორამა თბილისისა“ და თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, რაზეც 400 მილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება და 15 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვთარებისთვის და ეკონომიკური წინსვლისთვის.

 


კალაძემ ასევე დეზინფორმაცია უწოდა თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიწების მითვისების შესახებ ოპონენტების კიდევ ერთ ბრალდებას. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, თაბორის მთაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, ხოლო იმ პროექტის განხორციელებით, რომელიც ამ ტერიტორიაზე იგეგმება და გულისხმობს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ასევე, ულამაზესი მწვანე სივრცის შექმნას, თაბორის მთა გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ევროპაში, სადაც თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა ექნება ავიდეს და განიტვირთოს.

 

 

„ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქალაქის წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ეკოლოგიასაც მოვაწესრიგებთ, ტარანსპორტსაც მოვაწესრიგებთ, შეიქმნება საპარკინგე სივრცეები. ის ძალიან მძიმე, არსებული ვითარება პარკირებასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შემოვიდა და კაბალური ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, ჩემი მერობის პირობებში სამართლებრივად დასრულდება. ასევე დავასრულებთ მიდგომებს, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდეს დეზინფორმაციები და პასუხის გამცემიც არ იყოს არავინ, ეს ძალიან საწყენია. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იცრუოს, მოიტყუოს და მოსახლეობაში შეიყავანოს შეცდომაში. მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ „პარტია რუსთავი 2“, არის სხვა შესაძლებლობებიც, არსებობს ინტერნეტი და სწორი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 57
#57   Esperanza
      
References:


Best payid online casino https://text.dsf.hs-heilbronn.de/
19 ნოემბერი 2026 21:48
#56   Lynn
      
References:


Live casino payid mills-mahoney-2.blogbright.net
19 ნოემბერი 2026 15:43
#55   Flynn
      
References:


Payid casino without verification https://academia.sanpablo.edu.ec/profile/flaresign5/
19 ნოემბერი 2026 10:44
#54   Betsy
      
References:


Payid casino reviews https://hedgedoc.linksfoundation.com/
18 ნოემბერი 2026 16:43
#53   Federico
      
References:


Tarjetas rasca paypal transferencia paypal casino
18 ნოემბერი 2026 07:35
#52   Tonja
      
References:


Polskie kasyno z płatnością przelewy24 https://mapleprimes.com/users/incometax04
16 ნოემბერი 2026 09:31
#51   Santos
      
References:


Payid casino games md.sigma2.no
15 ნოემბერი 2026 20:37
#50   Franziska
      
References:


Wire transfer casino app australia bank transfer casino
bonus australia
14 ნოემბერი 2026 07:03
#49   Mackenzie
      
References:


Australian payid pokies https://doks.komun.org/JSRmqlf8RTikieDyQg4EfQ
13 ნოემბერი 2026 23:00
#48   Gabrielle
      
13 ნოემბერი 2026 14:07
#47   Karl
      
References:


Trustly Casino Blitzauszahlung Trustly Casino gebührenfrei
12 ნოემბერი 2026 10:07
#46   Fernando
      
References:


Trustly Casino GGL Lizenz Beste Trustly Casinos
12 ნოემბერი 2026 09:08
#45   Barrett
      
References:


Online casino mit sofort bestes online casino sofortüberweisung
12 ნოემბერი 2026 05:24
#44   Claire
      
12 ნოემბერი 2026 03:34
#43   Constance
      
References:


Casino auszahlung auf sofortüberweisung beste online casinos klarna
11 ნოემბერი 2026 23:37
#42   Annett
      
10 ნოემბერი 2026 21:17
#41   Loreen
      
References:


Desktop payid pokies australian payid
pokies
10 ნოემბერი 2026 14:37
#40   Rebekah
      
References:


Australian online casino easy withdrawal bbs.ybk001.com
10 ნოემბერი 2026 06:18
#39   Phillis
      
References:


Australia real money online polies fast payout online pokies australia
10 ნოემბერი 2026 06:03
#38   Samara
      
References:


Neosurf $5 deposit casino australia instant withdrawal
casino australia neosurf
9 ნოემბერი 2026 09:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი