„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე საღრაძეს, აბასთუმანის, ქიქინეთის, წახანის, ვარხანის და ხარჯამის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსუდან ხობიაშვილი წარუდგინა.

ადიგენის მერობის კანდიდატის პრესსასმახურის ინფორმაციით, ზაქარია ენდელაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივების საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ძალიან კარგად ვიცნობ, სამი წლის წინ თქვეს მიერ გაკეთებული სწორი არჩევანით შესაძლებლობა მოგვეცით მრავალი სასიკეთო საქმე გაგვეკეთებინა მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობისათვის. გთხოვთ, ამჯერადაც სწორი არჩევანი გააკეთოთ და მხარი დაგვიჭიროთ, რათა ერთად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ავაღორძიოთ ჩვენი მუიციპალიტეტი “, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.