თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და „OGP“-ის საქართველოს სამდივნო შეხვდნენ.
მერობის კანდიდატმა თეა წულუკიანს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ იგი შეუერთდა „ღია მმართველობის ქვე-ეროვნულ დეკლარაციას“, რაც თავისი ხელმოწერით დაადასტურა კიდეც.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქი თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრია. ის ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც 2016 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და ვალდებულებები აიღო გამჭვირვალობის, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით.
მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანსა და „OGP“-ის საქართველოს სამდივნოსთან ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ შეხვედრა ითხოვა. მან მასპინძლებს თავისი ხედვა გააცნო − მერად არჩევის შემთხვევაში როგორ ხედავს თბილისის წარმატებას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიზნების შესრულებასა და იმაში, რომ საქართველოს დედაქალაქიც ისეთივე წარმატებული იყოს პარტნიორობის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, როგორც ქვეყნებს შორის თავად საქართველოა.
„კახი კალაძემ „OGP“-ის ქართულ გუნდთან, ასევე, განიხილა, თუ როგორ უნდა დახვდეს საქართველოს დედაქალაქი მომავალ ზაფხულს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს.
„OGP“-ის საქართველოს სამდივნო მზადაა, სურვილის შემთხვევაში, კახი კალაძის მსგავსად, სხვა კანდიდატებსაც შეხვდეს და მათი ხედვები მოისმინოს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 19 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო თავმჯდომარეობს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც, დღეის მონაცემებით, 75 ქვეყანაა.
„OGP“-ის მმართველ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის ქვეყნის სხვადასხვა უწყებას წარმოადგენს „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო არენაზე“, აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.