ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი: ყველა პროექტი, რაც მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მოსახლეობასთან იქნება შეთანხმებული
03-10-2017, 14:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი, ჩოჩხათის მაჟორიტარობის კანდიდატ რეზო კვაჭაძესთან ერთად, სოფლების - შრომისუბნის, ჩოჩხათის, გულიანის,ოდილაურის, ჯიხანჯირისა და წიაღობანის მოსახლეობას შეხვდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრებზე ალექსანდრე სარიშვილმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მან ამომრჩველს ასევე, საარჩევნო პროგრამა და ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება მუნიციპალიტეტში დამომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.

 


მოსახლეობის განცხადებით, პირველ რიგში, სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემები უნდა გადაიჭრას და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გატარდეს.

 


„უპირველესად, საჭიროა თქვენი აქტიურობა და მაქსიმალური ჩართულობა. ყველა პროექტი, რაც თქვენს სოფელში განხორციელდება, თქვენთან იქნება შეთანხმებული. 11 კილომეტრიანი გულიანი-ჩოჩხათის გზის მშენებლობა, სწორედ თქვენი დიდი მონდომებითა და აქტიურობით განხორციელდა“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 


პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე სარიშვილმა ასევე, განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომისუბანში საჯარო სკოლის მშენებლობა, გულიანის სკოლის კორპუსის აღდგენადა ამავე სოფელში ევროსტანდარტის შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი