ნობელის 2017 წლის პრემია ფიზიკის დარგში ამერიკელ მკვლევარებს, კიპ ტორნს, რაინერ ვაისს და ბარი ბეპიშს გადაეცათ, განაცხადა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტმა.
მეცნიერები ლაზერულ-ინტერფერომეტრიკული გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის, „ლიგოს“ დამაარსებლები გახდნენ, რაც დაეხმარა ექსპერიმენტალურად გამოვლინდეს გრავიტაციული ტალღები.
მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში კი ნობელის პრემია პროფესორებმა - ჯეფრი ჰოლიმ, მაიკლ როზბაშმა და მაიკლ იანგმა ორგანიზმში დღიური რეგულირების მოლეკულური მექანიზმების შესწავლისთვის მიიღეს.
თითოეული პრემიის ოდენობა 9 მილიონ შვედურ კრონას (1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.