პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე მაჟორიტარობის კანდიდატ დავით წუკულიძესთან ერთად, ქობულეთში, ე.წ. ემტეესის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელთა შორის ზღვისპირა ზოლის გამაგრების, მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის, ასევე, მდინარე დეხვას კალაპოტის გამაგრების საკითხები გამოიკვეთა.
„ვაცნობიერებ, თუ რამდენად რთულია საკუთარ ქალაქში მშობლიური ხალხის სამსახური და ჩემთვის პატივია, ვიტვირთო ეს მისია“, აღნიშნა მირიან ქათამაძემ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის შტაბის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ნათია თხილაიშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.