თბილისის სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირებისთვის პრივილეგიების მინიჭების ფაქტებზე დავით ჩხიტუნიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დ. ჩ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სამ ეპიზოდში დამნაშავედ სცნო.
სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ.ჩ.-მ, რომელიც 2005-2009 წლებში, იკავებდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებს, როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და ისინი ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ჩ. დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დ.ჩ. იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა", აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.