ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელობამაც დატოვეს თანამდებობები
30-04-2015, 00:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალი მხოლოდ ორი მინისტრი იქნება. როგორ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი იქნებიან სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრები.

 

 

"მთავრობაში შეიცვალა მე-7 მინისტრი, ანუ მინისტრთა კაბინეტის 1/3. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობას საკანონმდებლო ორგანომ ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი - ცვლილებები მთავრობაში არის ბუნებრივი, რადგან დინამიურ ვითარებაში მთავრობა მოვლენათა განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მინდა, ყველა დაგარმწუნოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით. კოალიცია "ქართულ ოცნებას" აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს ყველას ერთად. პარლამენტს წარვუდგენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, თუმცა ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელობამაც დატოვეს თანამდებობები. ეს არის სპორტისა და გარემოს დაცვის სამინისტროები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი