პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ობჩის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმა გააცნო და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველოფასა და შიდა სასოფლო გზების მოწერსიგებას ეხება.
მათივე ინფორმაციით, არჩილ გოგსაძემ შეხვედრაზე ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მოსახლეობისთვის გაზიარებისა და არსებული პრობლემების მოგვარების მზადყოფნას გამოთქვამს, რათა სოფელი ახალი მიმართულებით განვითარდეს.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რაც დღეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. ჩვენს ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და დროა, მათი ნაწილი ჩვენმა რეგიონმაც მიიღოს. ამ მიმართულებით ხელისუფლებისგან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. მზად ვარ, თითოეულ თქვენგანს შესაბამისი გარემოს შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესის წარმოებაში დავეხმარო“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.