პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი მშობლიური სოფელ ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდნ აცნობეს, ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი პავლე კიკალიშვილი წარუდგინა.
„ლაშის თემში პავლე კიკალიშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, ეს არის კაცი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. დარწმუნებული ვარ ის იქნება დეპუტატი, რომელიც თითოეული თქვენგანის ხმას მოიტანს ჩვენამდე და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ სოფლის განვითარებისთვის, თქვენი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“ მიმართა მერობის კანდიდატმა მოსახლეობას და მათ მომავალი გეგმები გააცნო.
კანდიდატის თქმით, ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაგრძელდება ცენტრალური გზების კეთილმოწყობა, მიმდინარე წელს კი დაიწყება ძირულა-ხარაგაული ჩუმათელეთის გზის მოასფალტებაც, ასევე, მომზადებულია ზედა ლაშის გაზიფიცირების პროექტი. თოფურისძის განცხადებით, მომდევნო 4 წელიწადში ხარაგაულის არც ერთ სოფელს ინფრასტრუქტურული პრობლემა აღარ ექნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.