აშშ-ის ახალმა ელჩმა რუსეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა - პუტინი თვლის, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის „ურთიერთობების გაუმჯობესება მთელ მსოფლიოს მოუტანს სარგებელს“
03-10-2017, 17:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუსეთში ჯონ ჰანტსმანმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

 


ჰანტსმანის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია კრემლის სასახლის ალექსანდრეს დარბაზში დიპლომატიური წარმომადგენლობის 20 ახალ ხელმძღვანელთან ერთად წარიმართა და როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, იგი ბოლო იყო, რომელმაც პუტინს დოკუმენტები გადასცა.

 


ახალი ელჩი ირწმუნება, რომ განზრახული აქვს იმუშაოს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნდობის აღდგენაზე.

 


კრემლში დიპლომატის დანიშვნის შესახებ კომენტირებისას გამოხატეს იმედი, რომ ახალი ელჩი ორმხრივი ურთიერთობების აღდგენაში თავის წვლილს შეიტანს.

 


კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების „რეანიმაციის მტკიცე მხარდამჭერია“. პრეზიდენტი თვლის, რომ ამ ურთიერთობების გაუმჯობესება არა მხოლოდ მოსკოვსა და ვაშინგტონს, არამედ მთელ მსოფლიოს მოუტანს სარგებელს, აღნიშნა პესკოვმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი