პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა ამჯერად, სოფელ ნორიოს ამომრჩეველს გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს. თქვენი თანამონაწილეობით დავგეგმავთ პროექტებს, რომლებიც თქვენს ინტერესებზე იქნება მორგებული. ინფრასტრუქტურული პროექტები, სპორტისა და კულტურის განვითარება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანი და ამოცანა იქნება“, მიმართა მერობის კანდიდატმა ნორიოს მოსახლეობას.
ლევან მაკალათიამ შეხვედრა ასევე, აბაშელ პედაგოგებთან გამართა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის განათლების საკითხებთან დაკავშირებით, თითოეული პედაგოგის მოსაზრება მნიშვნელოვანია და ის მზადაა, მერად არჩევის შემთხვევაში, მათგან წამოსული ინიციატივები გაიზიაროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.