საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატააურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა სოფლების, ქვენობანის, ბუკნარისა და ბასილეთის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა გაზიფიცირებასა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ასევე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება მოითხოვა, რაზეც ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.
„თხილის მოსავლის მკვეთრად შემცირებამ, მნიშვნელოვნად დაგვაზარალა. საჭიროა, ხელისუფლებასთან ერთად თითოეული მოქალაქის ჩართულობა. ყველა ოჯახს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, ფერომონები და პრეპარატები ურიგდება. მომავალ წელს ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება“, აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.
შეხვედრის ბოლოს, ადგილობრივ ამომრჩეველს დეპუტატობის კანდიდატი დავით გუდავაძე წარუდგინეს.
„თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, სამი წლის წინ, საკრებულოს წევრი გავხდი. მზად ვარ, კიდევ ოთხი წელი ვიმუშაო იმ საკითხების გადაჭრისთვის, რაც ჩვენს სოფლებს აწუხებს“, მიმართა დავით გუდავაძემ ამომრჩეველს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.