რა ვქნა, მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ, ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესები პირად ინტერესებზე მეტია! დიახ, საქართველოსთვის მიუღებელია, როგორც ავტორიტარული ისე არაფორმალური მმართველობა!
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, უდიდესმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა 2 წლინახევრის წინ შეუფასებელი პოლიტიკური გმირობა ჩაიდინა და მოძალადე სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებაში მთავარი როლი ითამაშა! მისი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი, მას აღიქვამენ, როგორც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რაც ზიანის მომტანია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების გზაზე და საერთაშორისო ასპარეზზეც ქვეყანას უქმნის უარყოფით იმიჯს!
ქვეყნის შიგნითაც, რაც არ უნდა უარვყოთ ეს ფაქტი და განვაცხადოთ, რომ ბ–ნი ივანიშვილი არ ერევა სახელმწიფოს მართვაში, ეს არავის არ სჯერა! ხელისუფლებისთვის ეს გასათვალისწინებელია, თორემ მისი რეიტინგი განაგრძობს კლებას და მოსალოდნელია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის კრიტიკულ ზღვარზე დავიდეს! აქედან გამომდინარე, ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ფორმალურად არ დაბრუნდეს პოლიტიკაში, ანუ პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე, და დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც არის, ძალიან დიდი რისკის შემცველია მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის!
ამიტომ, რომ მოიხსნას მისი მისამართით ყველა კითხვები, ანუ ბრალდება, რომ ივანიშვილი ქვეყნის "ჩრდილოვანი მმართველია", მართებული იქნება თუ იგი დაბრუნდება პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ, რის შემდეგაც მას ლეგიტიმური უფლება ექნება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში, რადგანაც მისი პოლიტიკური პარტია არის ქვეყნის მმართველი ძალა, როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.