„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ სეხნიაშვილი, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ქვეშეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ქეთევან კახურაშვილთან ერთად, ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.
„ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ დუშეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მოქალაქეთა დასაქმება ჩვენი გუნდის უმთავრესი გამოწვევაა, რომელსაც ახალი საწარმოების, ფერმერული მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებით მივაღწევთ“, განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.