თბილისის სკოლებში ვაშლების დარიგება დღეიდან დაიწყო. პროექტის მონაწილე პირველი სკოლა პირველი კლასიკური გიმნაზიაა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმციით, სკოლაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 200 ვაშლს შეიტანს, თითოეული გარეცხილი და დაფასოებული იქნება და მათ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია დაურიგებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებას კვირაში ერთხელ გეგმავს. სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით დეკემბრის ბოლომდე მოამარაგებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.