„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი კომბინატის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან საარჩევნო პროგრამასა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და ის პრობლემები განიხილა, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს კომბინატის მცხოვრებლებს.
„ჩვენი მუშაობა ყოველთვის იქნება გამჭვირვალე და მინდა მაქსიმალურად გააქტიურდეთ. თქვენ, ჩვენთან ერთად უნდა მართოთ გორი. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ გორის განვითარებისთვის მუშაობას. უმჯობესდება სპორტული ინფრასტრუქტურა. თქვენ იცით, რომ მოეწყო 10 სპორტული მოედანი, რომელიც სპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით მხოლოდ დასაწყისია და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალიან მალე გორს ჰქონდეს საცურაო აუზი. ამაზე უკვე მიდის მუშაობა და საცურაო აუზი, სავარაუდოდ, კომბინატის ტერიტორიაზე აშენდება. ამ ყველაფერში თქვენი გვერდში დგომა გვჭირდება“, უთხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა ამომრჩეველს, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.