დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში, დაკითხვაზე დეკანოზის ადვოკატები დაიბარეს.
როგორც თბილისის პროკურატურაში შესვლამდე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრიასას განაცხადა, დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ ამ ჩვენებებმა მედიაში საპატრიარქოდან გაჟონა, თუმცა, როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო სასამართლოზე მიცემული ჩვენებები საპატრიარქოში, ამაზე ადვოკატი ვერ საუბრობს.
„ჩემგან რომ არ გასულა მასალები ვიცი, დანარჩენი გამოძიების საქმეა. 374-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ოპერატიული ინფორმაციის გასაჯაროებას გულისხმობს. თვითონ მოიძიონ ვისგან რა გავიდა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ", განაცხადა მიხეილ რამიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.