არჩილ გოგსაძე: 2018 წლიდან ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის აღდგენა და ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყება
04-10-2017, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე სოფელ მეორე ობჩის მოსახლეობას შეხვდა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

 


მან იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

 


„უკვე მიღწეულია შეთანხმება გერმანიის საერთაშორისო ფონდთან და ჩატარდა შეხვედრები მის წარმომადგენლებთან. მომავალი წლიდან დაიწყება ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტი მრავალწლიანია და მისი განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ და მომავალი წლიდან ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენერას საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც იმერეთსა და სამცხეთ-ჯავახეთს დააკავშირებს“, განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 


არჩილ გოგსაძემ ბაღდათის მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი