„ქართულმა ოცნებამ“ ბოლნისელებს მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი წარუდგინა
02-10-2017, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი მეშველიანმა, ბოლნისელებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი, დავით შერაზადიშვილი წარუდგინა.

 


„დავით შერაზადაშვილის კანდიდატურა უცნობი არ არის ადგილობრივებისთვის. ის გახლავთ ბოლნისის მოქმედი გამგებელი. არის საკმაოდ ეფექტური მენეჯერი. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა ადამიანის გასაჭირი გულთან ახლო მიიტანოს და 24 საათის განმავლობაში იმუშაოს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაზე”, განაცხადა გოგი მეშველიანმა წარდგენისას.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბოლნისელებს სიტყვით დავით შერაზადიშვილმაც მიმართა.

 

 

„ბოლნისი არის ურთიერთობის ქალაქი, ეს არის დიდი ოჯახი, სადაც ერთი სატკივარი სტკივათ და ერთი სიხარული აერთიანებთ. კარგად მაქვს გააზრებული თუ რამხელა გამოწვევა და პასუხისმგებლობაა იყო ხალხის მიერ არჩეული მერი, ჩემთვის ცნობილია არსებული პრობლემები, ისიც ვიცი თუ რა შესაძლებლობები გვაქვს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მიმეღო ეს გამოწვევა. თქვენი სწორი და გონივრული გადაწყვეტილებით, ჩვენ შევძლებთ განვაგრძოთ მუნიციპალიტეტში აღმშენებლობის პროცესი. ის გუნდი, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობ, ნამდვილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ბოლნისზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები არიან“, განაცხადა ბოლნისის მერობის კანდიდატმა და ამომრჩევლს მუციპალიტეტის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან - ნონა რეხვიაშვილი და თეიმურაზ ჯოხაძე; კაზრეთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი - გია ბასილაშვილი; თამარისის თემში - მამედ გუსეინოვი; აკაურთში - ელიმხან გაჯიევი; ბოლნისის თემში - ლევონ მანუკიანი; დარბაზის თემში -შირადინ ასლანოვი; მამხუტში - რასულ ბახტიაროვი; ნახიდურში - ვუგარ ისაევი; რატევანში - თემში წარმოგიდგენთ გიორგი ლომიძე; რაჭისუბანში - დავით რეხვიაშვილი; ტალავერში - დოსტუ აშიროვი; ტანძიაში - შერმადინ დადვანი; ქვემო ბოლნისის სოფლებში - იმრან მ. გასიმოვი; ქვეშის თემში - დიმიტრი ურუმაშვილი.

 

 

ამომრჩეველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები კახა ოქრიაშვილი და გიორგი ბეგაძეც ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი