ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ჩვენებების მასმედიის საშუალებებით გავრცელების საქმეზე, მათი გამოკითხვა მოსამართლის თანამონაწილეობით მოხდეს
04-10-2017, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადვოკატები მოითხოვენ, რომ ჩვენებების მასმედიის საშუალებებით გავრცელების საქმეზე, მათი გამოკითხვა მოსამართლის თანამონაწილეობით მოხდეს.

 

 

„კითხვები ეხებოდა, თუ რამდენად მქონდა შეხება გასაჯაროებულ ჩვენებებთან, მე ძალიან კონკრეტულად და მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს გავცემ მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით. კითხვების არეალი ეხება თუ ვის შეეძლო აღნიშნული ინფორმაციები მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ შეიძლება ყოფილიყო წყარო”, განაცხადა რამიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა ყველა პირის დაკითხვას გეგმავს.

 

 

მთავარამა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

 

 

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი