პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე სოფელ ლაცორიას, სპათაგორისა და ლაჯანას მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.
ადგილობრივები მერობის კანდიდატს სოფლის საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ და ძირითად პრობლემად შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და წყალსადენის მოწესრიგება დაასახელეს.
„2018-21 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“, განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.