დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
„ყველა ის მოწმე, რომელიც დაიკითხა, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოკვლეულ იქნა, აშკარად მიუთითებს, რომ აბსოლუტურად არ დასტურდება ის წაყენებული ბრალი, რაც ანგარებით წაუყენა პროკურატურამ და არც ის გადაკვალიფიცირებული ბრალი, რომელიც განაჩენის სახით ასახა ბესიკ ბუგიანიშვილმა", განაცხადა დეკანოზის ინტერესების დამცველმა გიორგი ფანცულაიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.