პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა ვერტყვილასა და ხუნევში გამართა და მოსახლეობას მოუწოდა, მაჟორიტარობის კანდიდატ ლენა აბაშიძეს მხარი დაუჭირონ.
„მეამაყება, რომ მმართველ პარტიას წარმოვადგენ. ვფიქრობ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პოლიტიკური ძალა, ვისთვისაც ადამიანი, მისი სიცოცხლე, თავისუფლება და საჭიროებები უმთავრესია. ერთი წელი ვიყავი გამგებელი და ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია და ყველა დაწყებული საქმე ისევ გაგრძელდება“, აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
მერობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ოჯახი იგძნობს.
„ქართული ოცნების“ მიერ განვლილი წლების განმავლობაში განხორციელებულმა სოციალურმა, სამართლებრივმა, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესპროექტებმა ნათლად ცხადყო, რომ ხელისუფლება თითოეულ ადამიანზე ზრუნავს. გქონდეთ ამ ძალის იმედი, ქვეყანა სწორი გზით ვითარდება“, მიმართა ნიკოლოზ თოფურიძემ მოსახლეობას.
მმართველი გუნდის კანდიდატებს მხარდაჭერა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა გამოუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.