პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მოხდა და სახეზეა და ასევე ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.
„ის იზიარებს საჭიროებას, რომ ამ ორი საკითხის ასახვა და განხორციელება კონსტიტუციაში მოხდეს რაც შეიძლება მოკლე დროში", განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტსა და სპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის თემა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხს, კერძოდ კი, ბლოკების ერთჯერადად დატოვებას და ბონუს სისტემის გაუქმებას შეეხებოდა.
შეხვედრას არ ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს სამუშაო ვიზატად ვენეციაში გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.