პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილსა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა, ძალიან კარგია, რომ ყველანი ვთანხმდებით - პრეზიდენტიც, ჩვენც და ჩვენ ვიცით, რომ ამაზე თანხმობას აცხადებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, რომ ეს არის ის ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, სადაო საკითხები არ არსებობს. ამას ეთანხმება ვენეციის კომისიაც და ანუ არსებობს ამასთან დაკავშირებითაც კონსენსუსი. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე - გადაწყვეტს თუ არა, რომ ეს ორი საკითხი, რომელზეც არსებობს კონსენსუსი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ბუნებრივია, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე", განაცხადა მდინარაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტსა და სპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის თემა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხს, კერძოდ კი, ბლოკების ერთჯერადად დატოვებას და ბონუს სისტემის გაუქმებას შეეხებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.