ძალიან საინტერესო და ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთნ საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტი კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან განაგრძობს.
„ცხადია, ამ შეხვედრაზე მათ შორის, საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან და რომელიც ძალიან კარგად იცის უკვე საზოგადოებამ. აღნიშნულ საკონსტიტუციო საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხრიდან, არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსენსუსისკენ", განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.