პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან რუსლან გაჯიევთან, თამაზ ნავერიანთან და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
თემურ აბაზოვმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრმა გააცნო და ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. კანდიდატი ასევე, მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნო და კომპტენციის ფარგლებში, მათ მოგვარებას დაპირდა.
„სადახლოს თემი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი მჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სადახლოში 2,5 მილიონზე მეტი დაიხარჯა. ჩემთვის ცნობილია ის პრობლემები, რომელიც მარნეულის მოსახლეობას აწუხებს. ამიტომ, ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, პრობლემების მყისიერ მოგვარებას გპირდებით. მარნეულში განახლების, წისვლის, აღმშენებლობისა და თითოეული მარნეულელის კეთილდღეობის დროა“, განაცხადა თემურ აბაზოვმა.
სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როვშან ისკანდიროვიც წარუდგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.