გარდაბნის მერობის კანდიდატმა, რამაზ ბუდაღაშვილმა მარტყოფში, სართიჭალაში, ნორიოსა და მუღანლოში საარჩევნო შეხვედრები გამართა
04-10-2017, 21:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მერობის კანდიდატმა რამაზ ბუდაღაშვილმა სოფელ სართიჭალაში მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ გედეხაური წარუდგინა.

 

 

 


მერობის კანდიდატი სოფელ მუღანლოშიც იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობა სასმელი წყლის მოწყობასა და გზების მოწესრიგებას ითხოვს.

 


მანამდე კი რამაზ ბუდაღაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, სავალან მირზოევთან ერთად სოფელ მარტყოფს სტუმრობდა, სადაც მოსახლეობას მარტყოფის მაჟორიტარობის კანდიდატი გენადი იორდანაშვილი წარუდგინა.

 

 

 


არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მოსახლეობამ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს ღვთაების მონასტრისკენ მიმავალი გზის აღდგენა სთხოვა.

 

 

 

„ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. შესაბამისად, მზად ვარ, თქვენგან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს მხარი დავუჭირო“, განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი