დონალდ ტრამპი ლას ვეგასში ჩავიდა, სადაც იგი აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშინელი მასობრივი სროლებისას გადარჩენილებს ანუგეშებს
04-10-2017, 22:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლას ვეგასში ჩავიდა, სადაც იგი ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშინელი მასობრივი სროლებისას გადარჩენილებს მოინახულებს და ანუგეშებს.

 


აშშ-ის პრეზიდდენტი, რომელსაც თან ახლავს პირველი ქალბატონი მელანია ტრამპი, ლას ვეგასის ტრავმატოლოგიურ ცენტრში რამდენიმე დაშავებულს მოინახულებს.

 


როგორც BBC იუწყება, იგი იმოქმედებს როგორც მთავარი მანუგეშებელი კვირას განხორციელებული თავდასხმის კვალდაკვალ, რომელმაც 58 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანები კი 500-ზე მეტმა მიიღო.

 


სასტუმროს 32-ე სართულზე მყოფმა 64 წლის ნევადელმა სტივენ პადოკმა, რომელმაც მისი ნომრიდან ღია საკონცერტო სივრცის მიმართულებით კვირას სროლები განახორციელა, პოლიციის მიახლოებისთანავე თავი მოიკლა.

 


„რა გითხრათ, ძალიან სამწუხარო ამბავია“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში, სანამ ნევადასკენ გაემგზავრებოდა.

 


„ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და მოვინახულებთ პოლიციელებს, რომლებმაც ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს ძალიან მოკლე დროში“, თქვა პრეზიდენტმა.

 


წინა დღით ტრამპი კუნძულ პუერტო რიკოზე იმყოფებოდა, რომელსაც ორი კვირის წინ ქარიშხალმა „მარიამ“ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და 34 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი