საუდის არაბეთის მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი, რუსეთ-საუდის არაბეთის ურთიერთობების არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად ჩავიდა მოსკოვში, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
მონარქის თვითმფრინავი დედაქალაქის აეროპორტის „ვნუკოვო-2“-ის სამთავრობო ტერმინალში დაეშვა, სადაც მას რუსეთის დელეგაცია, ვიცე პრემიერ დიმიტრი როგოზინის ხელმძღვანელობით, საპატიო ყარაულით და ორკესტრით დახვდა. მოელიან, რომ საუდის არაბეთის მეფე მოსკოვში 7 ოქტომბრამდე დარჩება.
ხუთშაბათს დაგეგმილია სალმანის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. კრემლის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი მეფესთან ნავთობის ბაზარზე არსებულ სიტუაციას და აგრეთვე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ მდგომარეობას განიხილავს და აქცენტირებას გააკეთებს რეგიონში კონფლიქტების დარეგულირებაზე.
6 ოქტომბერს საუდის არაბეთის მეფე რუსეთის პრემიერ მინისტრს, დიმიტრი მედვედევს შეხვდება. აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი წარიმართება ერთობლივ საინვესტიციო პროექტებზე, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.