ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს
30-04-2015, 01:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ქართული არმია, დღეს, დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. შეიარაღებული ძალების იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.


დილიდან თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სიტყვით მიმართავენ. გაიმართება წარმატებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია.


ცერემონიის დასრულების შემდეგ სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მართვის ცენტრში გადაინაცვლებს.


თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ვიდეო კონფერენციის საშუალებით საიუბილეო თარიღს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებსაც მიულოცავენ.


მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სამინისტროდან სოფელ შინდისში გაემგზავრებიან. მემორიალთან მათ დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები დახვდებიან. მემორიალის გარშემო 17 ერთეული კვიპაროსი დაირგვება, მიმდებარე ტერიტორია კი სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებებს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დაასრულებს.


თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში ასევე, მომღერალი მარიკო ებრალიძე, პიანისტი თათია შარანგია და ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ქართველები“ მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტის შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართება.


ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორუპუსის, ჯარის მეგობართა საზოგადოების და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრებიან.


შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართება.


ქართველ სამხედროებს დღესასწაულს ოჯახის წევრები მიულოცავენ, გამოფენილ სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებენ და სამუშაო გარემოს გაეცნობიან.


1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი