ერაყის სამთავრობო ძალებმა ხელში ჩაიგდეს ჰავიჯა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ბოლო ანკლავი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ერაყის არმიამ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ 196 მებრძოლი მოკლა და 98 სოფელი აიღო.
აღნიშნული ადგილები, სადაც ათეულობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს, 2014 წლის შემდეგ იყო „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ.
მას შემდეგ რაც ერაყის ძალებმა ბოლო თვეებში მოსული და სხვა ადგილები „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მებრძოლებისაგან გაწმინდეს, როგორც BBC იუწყება, ამ დროისთვის ერაყში ჯიჰადისტების ხელში მხოლოდ ერთი ტერიტორია, სირიასთან დასავლეთ საზღვრის გასწვრივ მდებარე ზოლი რჩება, თუმცა მებრძოლები კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს სირიაში.
სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ არმიამ „სრულად“ აიღო ჰავიჯა.
სამშაბათს, ერაყის ძალებმა რაშადის საჰაერო ბაზა დაიკავეს, რომელიც მებრძოლთა საწვრთნელ ბაზად გამოიყენებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.