საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის და კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საგარეო უწყების ცნობით, ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და კანადას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.
„დღეისათვის ჩვენ ვსარგებლობთ კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ არსებობს უაღრესად დიდი პოტენციალი ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საკუთარ გამოსვლაში ვიცე პრემიერმა ისაუბრა კანადის ურყევ მხარდაჭერაზე როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის და ეკონომიკური განვითარების წარმატებული პროცესის მიმართ.
როგორც სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა 2017 წელი მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის, რადგან ერთი მხრივ, აღინიშნება საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი, მეორე მხრივ კი, წელს საქართველო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს, ხოლო კანადა - კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ კანადის ეროვნული დღესასწაული - კონფედერაციის დღე- საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.