„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ (გია) იოსელიანმა, კარდაკარის ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ლაშა კაკრიაშვილთან ერთად, 70-ზე მეტ ოჯახს ესტუმრა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაზე, სოციალურ საკითხებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურად განხორციელების ახალ ხედვაზე ესაუბრა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ მომსახურების გამარტივებული სერვისი და რაც მთავარია, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები. ჩვენი არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის განვითარება იქნება გრძელვადიანი გეგმის სახით გაწერილი და ეს მოგვცემს საშუალებას სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები და ეტაპობრივად, თითოეული წყალტუბოელმა საკუთარ ოჯახზე იგრძნოს კეთილდღეობა“, აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.