პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა, ფრიდონ ფუტკარაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები სოფლების, ახალდაბის, წყაროთის, ბარათაულის, გომარდულისა და ჭალის მოსახლეობასთან გამართა.
„მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ძირითადი ინფრასტრუქტურული საჭიროებების აღმოფხვრაზე ვიზრუნებ. მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს გადაადგილების, სასმელი და სარწყავი წყლის, გარე განათებისა და სანიაღვრე არხების არარსებობით გამოწვეული პრობლემები. ინფრასტრუქურის მოწესრიგებასთან ერთად, სწრაფი ტემპით დავიწყებთ მუშაობას ტურიზმის, აგროკულტურის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაზე. ამასთანავე, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების დასაქმება, მათთვის ყველანაირი პირობის შექმნაა, რათა შუახევის სოფლები მოსახლეობისგან არ დაიცალოს“, განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივების კითხვებს უპასუხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.