საქართველოში საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
30-04-2015, 02:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ფაქტზე, საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ჰუსეინ ერჰან ერგუჯი და აზიზ ერგუჯი დააკავეს.


საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, ქალაქ თბილისში, ბრალდებულებმა შესაბამისი რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გარეშე დაამონტაჟეს ინტერნეტსიგნალის მიმღები სპეციალური მოწყობილობა ე.წ ,,სიმბოქსი’’, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი, ინტერნეტტრაფიკის გამოყენებით გარდაიქმნებოდა ლოკალურ ზარად და როგორც ქვეყნის შიგნით განხორციელებული ზარი, ისე მიეწოდება საქართველოში მოქმედ კავშირგაბმულობის კომპანიის აბონენტებს. დანაშაულებრივი ქმედებით უხეშად დაირღვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს და საქართველოში მოქმედ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს.


“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სპეციალური მოწყობილობები, ე.წ, “სიმბოქსები’’, სპეციალური გადამცემი ანტენები, კომპიუტერული ტექნიკა და ათეულათასობით სიმბარათი.


საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და მობილური ოპერატორებისთვის მიყენებული ფინანსური ზიანის დასადგენად. გამოძიება გრძელდება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით“,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

 

კომენტარები: 1
#1   გრიშა
      
ჯეოსელი ბილაინი მაგთი იგივეს აკეთებენ,,იმათ გაფრთხილება, ამათ მუხლი მიუყენეს , სადაა სამართალი აგელ ლინკი www.gncc.ge/ge/legal-acts/commission/solutions/2015-342-18.page

ჯეოსელი ბილაინი მაგთი იგივეს აკეთებენ,,იმათ გაფრთხილება, ამათ მუხლი მიუყენეს , სადაა სამართალი აგელ ლინკი www.gncc.ge/ge/legal-acts/commission/solutions/2015-342-18.page
31 აგვისტო 2016 06:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი