ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე დაბა ჩაქვისა და სახალვაშოს მოსახლებას შეხვდა
05-10-2017, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე და ჩაქვის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა შამილიშვილი, დაბა ჩაქვისა და სახალვაშოს მოსახლეობას შეხვდა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა ადგილობრივი მოსახლეობისგან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

 


„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 21 ოქტომბრამდე პერიოდი ღირსეულად გავიარო და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ მხოლოდ ერთი ღირსეული არჩევანი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და მისი კანდიდატებია“, აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

 


მერობის კანდიდატმა ასევე, ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებს და მოსახლეობას მმართველი გუნდის მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

 


მოსახლეობამ მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემის, გაზიფიცირების, შიდა გზების აღდგენის, სპორტული მოედნების მოწყობისა და მრავალბინიანი კორპუსების სახურავების აღდგენის საკითხები დაასახელა.

 


მოსახლეობასთან შეხვედრები მირიან ქათამაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთად გამართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი