ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
05-10-2017, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 


იგი ამჯერად, აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - ჭანჭათის, ზემო და ქვემო აკეთის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მან ამავე სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მორჩილაძე წარადგინა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა, რომელიც ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და გაზიფიცირების საკითხებს ეხება. სარიშვილმა ამომრჩეველთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

 


როგორც სარიშვილმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობით დაიგეგმება ისე, რომ მათ ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული.

 


„ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები და წარმატებული შედეგის მისაღწევად რაციონალურად ვმართოთ რესურსები. ამისთვის კი, პრობლემების ერთობლივი განხილვა და გამოსავლის ერთად პოვნაა საჭირო“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 


მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

 


რაც შეეხება გაზიფიცირების საკითხს, სარიშვილის თქმით, მიმდინარე წელს დაპროექტების სამუშაოები დაიწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი