ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკო თოფურიძე ლეღვანში ამომრჩეველს შეხვდა
05-10-2017, 14:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკო თოფურიძე, ლეღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში დიდვაკის, მარელისის და ლეღვნის ამომრჩეველს შეხვდა და მათ დეპუტატობის კანდიდატი ხარაგაულის საკრებულოში, ნიკოლოზ მაღრაძე წარუდგინა.

 


ნიკო თოფურიძის განცხადებით, ის მზად არის, ხშირად მივიდეს მოსახლეობასთან, პირადად მოისმინოს მათი პრობლემები და შეძლებისდაგვარად იზრუნოს მათ მოგვარებაზე.

 


„გასული ერთი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე მივედი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ვერავინ იტყვის, რომ კაბინეტიდან ვმართავდი რაიონს. მკაცრი ზამთარი გვქონდა და რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა. ჩემს გუნდთან ერთად ყველა პრობლემას გავუმკლავდი, ასე, რომ გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, თქვენ გჭირდებათ და გეკუთვნით“- მიმართა ამომრჩეველს თოფურიძემ, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს.

 


მერობის კანდიდატმა სოფელ მარსელის გზის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. „მარელისიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შევდივართ, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, რათა ხარაგაულის მხრიდან უფრო მეტი ტურისტი შევიდეს დაცულ ტერიტორიაზე. ორი წლის წინ მოასფალტდა მარელისის ცენტრალური გზა, მაგრამ აუცილებელია ამ მონაკვეთის გაგრძელება”, აღნიშნა თოფურიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი