საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეხმაურება გავრცელებული ინფორმაციას, რომ ბაღების დირექტორებს დავალებული აქვთ, „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა 100-კაციანი სიები წარადგინონ.
მინისტრის განმარტებით, „ეს პრაქტიკა აღკვეთილია და გამორიცხულია".
მისი თქმით, „განათლების სისტემა სრულიად დეპოლიტიზებულია".
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, როდესაც პოლიტიკურ პროცესში მოსწავლის, ან სასკოლო რესურსის ჩართვის შემთხვევა ფიქსირდება, დეტალური მოკვლევა იწყება.
„იყო ასეთი შემთხვევები და ამან ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაცული ჯარიმა გამოიწვია, ზოგ შემთხვევაში საყვედური, ან გაფრთხილება", განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა: „ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ყველა პედაგოგს, დირექტორს და უფროსკლასელებს აქვთ საშუალება, გამოხატონ თავისი მოსაზრება და მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.