2006 წლის პირველ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს.
ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, რომ ვადის გასვლის შემდეგ ახალი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის. საჭიროა მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის და 15 ლარიანი ქვითრის მომსახურების სააგენტოს ფილიალებში წარდგენა.
რაც შეეხება 2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე აღებულ მართვის მოწმობებს, მათ იურიდიულ ძალა 2028 წლის პირველ სექტემბრამდე აქვთ.
მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2014 წლის შემდეგ გამოსულ მართვის მოწმობებზე კი მოქმედების ვადა დოკუმენტზევეა დატანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.