ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, რომელიც დღეს თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული, საგამოძიებო ორგანოს შენობა ისე დატოვა, რომ გამომძიებლების კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.
მისი თქმით, იგი არც სასამართლოსთვის აპირებს ჩვენების მიცემას.
„მე დავაფიქსირე პოზიცია მკაფიოდ და კონკრეტულად, რომ არ ვაპირებდი ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ მათ დამისვეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით მე მივცემდი თუ არა ჩვენებას და მსურდა თუ არა ჩვენება მიმეცა სასამართლოსათვის ამ თემასთან დაკავშირებით. მე ვუთხარი, რომ არც სასამართლოსთვის არ ვაპირებდი ამ საკითხზე ჩვენების მიცემას. იმედია მიხვდებიან, რომ სამართლებრივად ამის სრული უფლება მაქვს და ამით დამთავრდება, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს გადაიტანენ სასამართლოში, იქაც დამიჯერეთ მოვახერხებ ჩემი თავის დაცვას იმიტომ, რომ არც იქ ვაპირებ ჩვენების მიცემას,“ განაცხადა ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი ფანცულაიას დაკითხვაზე დაბარება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას უკავშირდება.
მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამავე საქმეზე გუშინ, პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.