პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ ზედა საქარის, ცხრაწყაროსა და კვალითის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულ სოფლებში კახაბერ მახათაძე ადგილობრივებს უკვე განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.
„სოფლის მეურნეობის განვითარება და სოფლად ადამიანების დასაქმება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ზესტაფონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება, რომლებიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებს გაზრდიან. სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის“, განაცხადა მერობის კანდიდატმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს.
სოფელ ცხრაწყაროში კახაბერ მახათაძემ ის თეატრალური მოედანი დაათვალიერა, სადაც უახლოეს დღეებში, ვარინკობის დღესასწაული გაიმართება. შეხვედრის დასასრულს, იგი სოფელ ცხრაწყაროს საბავშვო ბაღს ესტუმრა.
„ჩემი მიზანია, ახალგაზრდების მიგრაციის აღმოფხვრა ზესტაფონში. მომავალ თაობას უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარ ქალაქს ის ცოდნა და განათლება მოახმარონ, რაც მუნიცაპალიტეტს გარეთ მიიღეს. მათ უნდა შევუქმნათ სათანადო პირობები და ჯანსაღი გარემო იმისთვის, რომ ახალგაზდებს გაუჩნდებათ სურვილი, საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ“, განაცხადა კახაბერ მახათაძემ და კვალითის დასახლებაში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.