ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები, ყვავილები და საჩუქრები გადასცა
05-10-2017, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ და მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

 

 

 

 

აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ს ახალციხის მერიიდან აცნობეს. 

 

 

 


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ ზედგინიძე პედაგოგებს ოჯახებში ესტუმრა და მომავალი თაობის აღზრდაში გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

 

ახალციხის მერმა ქალაქის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები, ყვავილები და საჩუქრები გადასცა და მათ დღეგრძელობა უსურვა. 

 

 

მოგვიანებით, მასწავლებლებისადმი ვლადიმერ ზედგინიძის მიმართვის ტექსტი ახალციხის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 


„დღეს მასწავლებლის დღეს აღნიშნავს საქართველო, ეს არის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრებით ქმნი, მისდევ, ემსახურები და წარუშლელ კვალს ტოვებ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

 


გილოცავთ ძვირფასო მასწავლებლებო პროფესიულ დღესასწაულს. თქვენი საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების და დინამიკის ეპოქაში სრულიად ახალ საფეხურზეა ასული და საოცარ გამოწვევებს იღებთ. მე თავად, მთელი ცხოვრება ამ პროფესიით ვარ დაკავებული და ჩემს მრავალმხრივ საქმიანობაში ყველაზე გამორჩეულად მეამაყება.

 


წარმატებები, სიხარული, აღზრდილთა პატივისცემა და ოჯახური ბედნიერება მინდა გისურვოთ!

 


გიცხადებთ თანადგომას და სიყვარულს!“, ნათქვამია ვლადიმერ ზედგინიძის მიმართვაში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი