ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთის მეფის რუსეთში ვიზიტს „ღირსშესანიშნავი მოვლენა“ უწოდა
05-10-2017, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთის მეფის, სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ-საუდის რუსეთში ვიზიტს „ღირსშესანიშნავი მოვლენა“ უწოდა.

 


„ეს ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში საუდის არაბეთის მეფის პირველი ვიზიტია რუსეთში და ეს თავისთავად უკვე ღირსშესანიშნავი მოვლენაა. ჩვენს ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს“, განაცხადა პრეზიდენტმა მონარქთან შეხვედრაზე.

 


რუსეთის ლიდერმა გაიხსენა, რომ 1926 წელს საბჭოთა კავშირი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ახლანდელი ლიდერის მამის მიერ დაფუძნებული სამეფო აღიარა.

 


„და ახლა ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს თქვენი აქ მიღება, თქვენო მაღალაღმატებულებავ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი კარგ ბიძგს მისცემს ჩვენს სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას“, დაამატა პუტინმა.

 


როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, მეფე სალმანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი მიისწრაფვის რუსეთთან ურთიერთობების გაძლიერებისკენ - მშვიდობის, უსაფრთხოების და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. მან მადლობა გადაუხადა პუტინს გულთბილი მიღებისათვის და დაამატა, რომ მოსკოვში 2006 წელს უკვე იმყოფებოდა.

 

 

 

 

რუსეთის სატელევიზიო არხების ინფორმაციით, მოსკოვი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდებას ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ ელ-რიადის იარაღის ბაზარზე შესვლა ვერ მოხერხდა. მეფის ვიზიტისთვის კი მოსკოვს 3 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტები აქვს მომზადებული.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი