პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა
05-10-2017, 18:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უმრავლესობის მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს.

 


პრეზიდენტი ვეტოში გაიმეორებს ასევე, „ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

 


დაბოლოს, საკითხზე, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია ქართული საზოგადოების პოზიციასთან, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით - ამ წინააღმდეგობის დაძლევის ვერსიად პრეზიდენტი ვენეციის კომისიის სულისკვეთების გაზიარებით, სთავაზობს უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი მომავლში გადაწყვიტოს ორპალატიანმა პარლამენტმა.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პოზიცია უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის ხმებით, რაც განაპირობებს იმას, რომ ქართული ოცნების" პრინციპული პოზიციები გატარდება ცხოვრებაში და კონსტიტუცია აღარ იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. ამავე პოზიციას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ამ ყველაფრის ერთობლიობით, შესაძლებელი იქნება ქართული დემოკრატია გადავიდეს პოლიტიკური დისკუსიის, კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევის ევროპულ სტანდარტზე", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

პრეზიდენტისა და ოპოზიციურ პარტიების შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი