საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ეწვია
05-10-2017, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ეწვია. გენერალ-ლეიტენანტის იონას ვიტაუტას ჟუკასის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და ლიტველ კოლეგას შორის ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა შედგა. მოგვიანებით, ორი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა განცხადებები გააკეთეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, ლიტვასთან თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხელს უწყობს. მან ლიტველ კოლეგას მადლობა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის გადაუხადა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მხარდაჭერისა და ლიტველი ექსპერტების ჩართულობის საკითხზეც გაამახვილა. საუბარი სამხედრო სწავლებებში ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობას, ასევე სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

 


უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იმყოფებოდა. JTEC-ის ხელმძღვანელებმა, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ლიტველ სტუმარს ცენტრის ისტორიის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ლიტვის დელეგაციის წევრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. დღესვე, ლიტვის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის დელეგაცია გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება. ოფიციალურ შეხვედრებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხვალ დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი