პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი გორის ბავშვთა საავადმყოფო „იავნანას“ წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს გორის განვითარების გეგმა გააცნო და მათ ინიციატივებს მოუსმინა. შეხვედრაზე ის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, რომლებიც გორში, მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება.
მერობის კანდიდატის განცხადებით, 2018-2021 წლებში, გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურასა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება.
„მთავრობის მიზანია, ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სოციალური დახმარების სისტემის დახვეწისთვის სპეციალური ღონისძიებები გაატაროს. ვგეგმავთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ოჯახებს წაახალისებს და დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ვგულისხმობ ერთჯერად ფულად დახმარებას, ყოველ გაჩენილ ბავშვზე. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსხურებით. ამიტომ, ჩვენი თანადგომის იმედი გქონდეთ“, მიმართა კონსტანტინე თავზარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.